ბაგრატის ტაძარი
XI (1003წ) საუკუნის ტაძარი, აგებული საქართველოს მეფის ბაგრატIII მიერ. უხვად იყო მორთული ჩუქურთმებით და მოხატულობით და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ძეგლს კავკასიაში. მდებარეობს 4,5 კმ სატუმროდან.
გელათის მონასტერი
ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი; აგებულია ქ.ქუთაისის ჩრდილოეთ -აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. გელათის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. მდებარეობს 13,0 კმ სასტუმროდან.
მოწამეთა
ეკლესია-კომპლექსი აშენდა XI საუკუნეში ბაგრატ IV -ის მიერ. აგებულია არგვეთის ერისთავების, წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. მდებარეობს 9,7 კმ სატუმროდან.
პრომეთეს მღვიმე
აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით, მათ შორის: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება და თერაპია ასთმით […]
მარტვილის კანიონი
ულამაზესი ადგილი ჩანჩქერებით და უნიკალური ლანდშაფტით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მდ.აბაშის ხეობაში მდებარე გაჭედილისა და ბალდის კანიონები, მოთენას მღვიმე, ტობას კასკადოვანი (234 მ), ონიორეს (80 მ) და აბაშის (30 მ) ჩანჩქერები; მდებარეობს 50,0 კმ სატუმროდან.
ოკაცეს კანიონი
კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს (საწისქვილოს) ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის, “ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი […]