ოკაცეს კანიონი
კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს (საწისქვილოს) ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე
ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს.
კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის, “ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია.
მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია “ბოგა”.
კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.
მდებარეობს 50,0 კმ სატუმროდან.




