Contact
9 Crosby Street, New York City, NY
hotelemail@provider.net
( 646 ) 218-6400
Widget ImageWidget Image
Widget ImageWidget Image
Widget ImageWidget Image
Widget ImageWidget Image
Follow

4600, საქართველო, ქ. ქუთაისი, გუგუნავას 10გ

ღირსშესანიშნაობები
  /  ღირსშესანიშნაობები

XI (1003წ) საუკუნის ტაძარი, აგებული საქართველოს მეფის ბაგრატIII მიერ. უხვად იყო მორთული ჩუქურთმებით და მოხატულობით და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ძეგლს კავკასიაში. მდებარეობს 4,5 კმ სატუმროდან.

ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი; აგებულია ქ.ქუთაისის ჩრდილოეთ -აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. გელათის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. მდებარეობს 13,0 კმ სასტუმროდან.

ეკლესია-კომპლექსი აშენდა XI საუკუნეში  ბაგრატ IV -ის მიერ. აგებულია არგვეთის ერისთავების, წმინდა ძმების  დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. მდებარეობს 9,7 კმ სატუმროდან.

აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით, მათ შორის: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება და  თერაპია   ასთმით  დაავადებული ადამიანებისათვის. მდებარეობს 20,0

ულამაზესი ადგილი ჩანჩქერებით და უნიკალური ლანდშაფტით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მდ.აბაშის ხეობაში მდებარე გაჭედილისა და ბალდის კანიონები, მოთენას მღვიმე, ტობას კასკადოვანი (234 მ), ონიორეს (80 მ) და აბაშის (30 მ) ჩანჩქერები; მდებარეობს 50,0 კმ სატუმროდან.

კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს (საწისქვილოს) ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის, "ოსხაპოს" სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია